რუსთავში ახლადრეაბილიტირებული ტანვარჯიშის სპორტული კომპლექსი გაიხსნა

რუსთავში ახლადრეაბილიტირებული ტანვარჯიშის სპორტული კომპლექსი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, ახალი დარბაზის გახსნის ცერემონიაზე რუსთავში ტანვარჯიშის სახეობებით დაკავებულმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სტუმრებს საჩვენებითი გამოსვლები შესთავაზეს.

„დღეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც ტანვარჯიშით დაკავებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იმდენად, რამდენადაც სპორტის ამ სახეობით დაკავებული ბავშვების რაოდენობა რუსთავში ძალიან ბევრია და ეს სპორტული კომპლექსი მოემსახურება სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ტანვარჯიშში ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს და მშობლებს ვთხოვ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ და მოიყვანონ ბავშვები ამ სპორტულ კომპლექსში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„რუსთავის #25-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ სპორტულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტანვარჯიშის დარბაზი, რომელიც უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით, გარემონტდა სველი წერტილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ტენდექსმა’’ შეასრულა, სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 85 000 ათასი ლარია. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სპორტული ინვენტარით კი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერიაციამ უზრუნველყო“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო