ბანკი „ქართუ“ ზაზა ოქუაშვილს პასუხობს

ბანკი „ქართუ“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს განცხადებით პასუხობს. „ქართუ“ „რუსთავი 2“-ს და ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მზადაა, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოაქვეყნოს ზუსტი ინფორმაცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „რუსთავი 2“-ის და ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებით.

"ომეგა ჯგუფი“ „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია „ომეგა ჯგუფი“ და დახურა ტელეკომპანია „იბერია“. ბანკი „ქართუ“ აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა „ომეგა ჯგუფს“ და მისცა სოლიდური კრედიტი.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:

საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ“ ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით „ქართუს“ რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან მიიღეს გარანტია, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში, თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და არ მოუწიოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია.

ასევე, გვსურს საჯაროდ მივმართოთ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა ჯგუფის“ კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ“, - ნათქვამია „ქართუს“ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან" - ბანკი "ქართუ" ზაზა ოქუაშვილს პასუხობს

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა