ფოთის თეატრმა პრემიერა კოლხური  კულტურის მუზეუმში გამართა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა პრემიერა კოლხური კულტურის მუზეუმში გამართა. შენობის ავარიული მდგომარეობის გამო თეატრის ხელმძღვანელობამ სპექტაკლის სხვა სივრცეში ჩატარება გადაწყვიტა. ,,ფიროსმანი“ ასე ჰქვია თოჯინურ სპექტაკლს, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მაყურებელს წარუდგინეს. მიზნობრივ ჯგუფს ფოთის თეატრი აფინანსებს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია, თოჯინების მხატვარი - ვახო ქორიძე, სცენოგრაფია კი გურამ მაცხონაშვილს ეკუთვნის.

,,შევეცადეთ მოგვეყოლა ახალი მითი და ახალი ინტერპრეტაცია ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ძალიან ჩვენეული ვერსია. ზოგადად ვთვლი, რომ სპექტაკლი რეჟისორის სიზმარია და შევეცადე ჩემი სიზმარი ფიროსმანზე მომეყოლა, რაშიც დამეხმარნენ ახალბედა მსახიობები , მთლიანად თეატრის შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი.წარმატებებს ვუსურვებ ფოთის თეატრს და ვიმედოვნებ, რომ მომავალი თანამშრომლობა თეატრის კედლებში შედგება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სპექტაკლის რეჟიოსორმა ელენე მაცხონაშვილმა.

პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კოლხური კულტურის მუზეუმში საპრემიერო ჩვენება 23-24 ნოემბერსაც გაიმართება.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს