ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებულ ოპოზიციას პასუხობს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებულ ოპოზიციას პასუხობს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. ისინი თანმშრომლებზე ზეწოლას უარყოფენ და ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია აღიარებს თანამშრომლების დემოკრატიულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ პირადი შეხედულებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არასდროს არ გვქონია მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობა, კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით“, - აცხადებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში.

გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ანონიმური წერილი გაასაჯაროვეს. წერილში ნათქვამია, რომ ფოთის პორტში თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება და აიძულებენ მათ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.