მიხეილ სააკაშვილი - ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში

ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან სოციალურ ქსელ facebook-ში მოქალაქეების შეკითხვებს გასცა პასუხი. ფეისბუქმომხმარებლის კითხვაზე - "არჩევნებს ვერ გააყალბებენ, გააყალბებენ და ომი დაიწყება", - სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ძალიან მაგარი კომისიის წევრები გვყავს. თქვენ არ გინახავთ ეს ქალები. ვიდრე ჩავერთვებოდი სამეგრელოდან ვესაუბრე ქალებს, ისინი არავის არაფერს გააყალბებინებენ. საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი ერთზე და ვერავინ გაიგებს ვის მიეცით ხმა“.

ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა ასევე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს, რომ კრიმინალების ზეწოლით შესაძლოა არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდეს, რასაც სააკაშვილმა უპასუხა - „ვინ ჩემი ბოდიში და ისინი არიან კრიმინალები. ვერაფერს დაგიშავებენ“.

„დარწმუნებული ვართ, ამ არჩევნებს ვიგებთ, თან დიდი უპირატესობით. ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება