არჩილ თალაკვაძე - დაგპირდით და ვასრულებთ პირობას - ბახვის, ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება

არჩილ თალაკვაძე - დაგპირდით და ვასრულებთ პირობას - ბახვის, ვაკიჯვრისა და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება

დაგპირდით და ვასრულებთ პირობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბახვის, ვაკიჯვრის და ცხემლისხიდისთვის წყალმომარაგების ახალი სისტემა აშენდება, - ამის შესახებ ოზურგეთის სოფელ ბახვში შეკრებილ მოსახლოებას მაჟორიტარმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც დღეს, ოზურგეთში მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მის მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების სათავე ნაგებობა, მაგისტრალური მილების ახალი სისტემა და წყალგამანაწილებელი ქსელი მოეწყობა - საორიენტაციოდ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.