ბათუმში, სადაც ეკომიგრანტები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობენ, ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა

ბათუმში, სადაც ეკომიგრანტები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობენ, ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა

ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში ხმაური იყო. მოქალაქეები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობდნენ, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. 50-მდე ოჯახი ამ დრომდე ცდილობს შენობის უკანონოდ დაკავებას, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფება. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო დააკმაყოფილებს, რადგან ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ექვემდებარებიან. მათი საკითხი უახლოეს პერიოდში განიხილება.