„გაბრაზებული ბათუმელები" მოსახლეობას მოუწოდებენ, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი

მოძრაობა "გაბრაზებული ბათუმელები" ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. როგორც გაერთიანების წევრებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი ძალადობრივ წარსულს „არას“ ეუბნებიან და მათთვის დაუშვებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება“.
„არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა ძალიან გაგვაბრაზა და დადგა საშიშროება დესტრუქციული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების. ბათუმელები შევჯერდით, რომ უარი ვუთხრათ წარსულს და ხმა მივცეთ მომავალს, ესე იგი, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს. არჩევნების შემდეგ ისევ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას და მოვუწოდებთ საყვარელ ბათუმელებს, ხვალ მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ ნომერი 48",- განაცხადა ოთარ მიქელაძემ.

























