ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ახმეტაში ინოვაციების ცენტრის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, პარლამეტის წევრი გელა სამხარაული და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი დაესწრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ახმეტის ინოვაციების ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. მათივე თქმით, რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები.

„ახმეტის ინოვაციების ცენტრი იქნება კიდევ ერთი დამატებითი საშუალება ახალგაზრდებისთვის, რომ დაეუფლონ თანამედროვე ცოდნას, ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და შექმნან კონკრეტული პროტოტიპები. იმედი გვაქვს, რომ აქაური ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომელსაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს და შექმნიან ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს“, - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

უწყების ცნობით, რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კერძო კომპანიებმა თუ ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღოს ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

ინოვაციების ცენტრები უკვე გაიხსნა ხარაგაულში, ჭოპორტში, ბაღდათსა და რუხში. ცოტა ხნის წინ კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი თელავში გახსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2019 წელს ტექნოპარკი ბათუმშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო