ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, ბაღდათის 52-ე საოლქო საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ბაღდათის 52-ე საოლქო საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოლქის თავმჯდომარის არჩილ სიგუნავას განცხადებით, ყველა უბანზე ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყო და ამ დროისთვის რაიმე შეფერხება არ ყოფილა. ბაღდათში 30 საარჩევნო უბანია გახსნილი, ოლქში 21 000 ამომრჩეველია, მათი რაოდენობა მეორე ტურში 45 ამომრჩევლით გაიზარდა.
არჩილ სიგუნავამ ასევე ისაუბრა მე-12 უბანზე მომხდარ ინციდენტზე. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენელსა და დამკვირვებელს შორის დაპირისპირება უბნის გარეთ მოხდა და მას დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

























