ზუგდიდის 20-ე საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის" დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდის 20-ე საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის" დამკვირვებელი გააძევეს

ზუგდიდის #20-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის" დამკვირვებელი ანა შონია გააძევეს.

უბნის თავმჯდომარის, სალომე წულაიას ინფორმაციით, ის კომისიის წევრებს მუშაობაში ხელს უშლიდა. ამავე უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს უბანზე შესვლა შეუზღუდა. როგორც არასამთავრობოს წარმომადგენელს მან უთხრა, ოთახში ზედმეტი მიმოსვლაა, რაც ხმის მიცემის პროცედურას აფერხებს.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის დავით აქუბარდიას თქმით, აღნიშნული საკითხი მათ უბნის თავმჯდომარესთან უკვე გაარკვიეს და შენიშვნაც დაწერეს.