10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი ამომრჩევლის 7.1%-მა დააფიქსირა

10:00 საათის მონაცემებით, ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი ამომრჩევლის 7.1%-მა დააფიქსირა

ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში, 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 1 1162-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 7.1%-ია.

„რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურას, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს", - განმარტავს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია, N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ქუთაისში 156 281ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც პირველ ტურთან შედარებით 230 ამომრჩევლით მეტია.