ლევან ვარშალომიძე -არჩევნების საბოლოო შედეგები ოქმებზეა დამოკიდებული

ლევან ვარშალომიძე -არჩევნების  საბოლოო შედეგები  ოქმებზეა დამოკიდებული

საპრეზიდენტო არჩევნების პირველად შედეგებს გაერთიანებულ ოპოზიციაში აფასებენ. როგორც ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი საბოლოო შედეგებს ელოდებიან და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხმების დაცვა უზრუნველყონ.

„ჩვენს აქტივს მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ხმები. 17.00 საათიდან 20.00 საათამდე საარჩევნო უბანთან მისული ამომრჩეველთა რაოდენობა დიდია. საბოლოო შედეგები დამოკიდებულებია ოქმებზე",- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ვარშალომიძის გარდა კომენტარი გააკეთა მირდატ ქამადაძემ.

„ბოლო წუთამდე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო. ვფიქრობთ, შესაძლებელია ეს შედეგები შეიცვალოს. ყველა ხმა უნდა დავიცვათ. ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო რესურსი გამოიყენა. კრიმინალით, შანტაჟით მოიპოვა ხმები",- აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.