ცესკოს ინფორმაციით, ხმების გაბათილება 6 შემთხვევაშია მოთხოვნილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, უბნის ხმების ბათილობა 6 შემთხვევაშია მოთხოვნილი. ამის შესახებ ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, 5 შემთხვევაში მოთხოვნილია უბნების ხმების ბათილობა, ხოლო ერთ შემთხვევაში - გადასატანი ყუთის ხმების.

„ხმების ბათილობა 6 შემთხვევაშია მოთხოვნილი, კერძოდ, სიღნაღის ერთ საარჩევნო უბანზე, წყალტუბოს ერთ და მარნეულის სამ საარჩევნო უბანზე, გარდა ამისა, მოთხოვნილია ხულოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ხმების ბათილობა“, - განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ამ დროისთვის არსებული მონაცემები წარმოადგინა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, 3702 უბნის მონაცემი უკვე დათვლილია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„მეორე ტურის წინასწარი შედეგები ასეთია - გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არის 779 614 ხმა, რაც პროცენტულად 40,46%-ია, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 1 147 106 ხმაა, რაც პროცენტულად 59,54 %-ია. რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი, აშშ-ში სამ უბანზე ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ხოლო ხმები ასე გადანაწილდა - გრიგოლ ვაშაძე 64,27%, რაც არის 5216 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - 35,73%, რაც 2900 ხმაა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს