მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაშავდა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაშავდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი დაგროვდა, აფეთქების მიზეზი კი სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლის ჩართვა გახდა. აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო 35 წლის მამაკაცმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

























