ფრანგი ჟურნალისტი - ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს - ბრავო, სალომე ზურაბიშვილს! დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ!

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია. ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს გარდა საფრანგეთისა, -ამის შესახებ ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ ფრანგულ რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი, ქალი პრეზიდენტად იყო არჩეული ნახევრად აღმოსავლურ და სრულად „მაჩოისტურ“ ქვეყანაში გაიმარჯვა. ამგვარად, ბრავო სალომე ზურაბიშვილს - დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის ჩინოვნიკს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს. საქართველო მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. რა შესანიშნავი რევანშია! ამ დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საპატიოა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას ყოველგვარი თანამდებობის გარეშე ის აირჩია და პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ „გამოფენების გახსნას“ არ აპირებს. მისი ამბიციაა, საქართველო ევროპაში დაამკვიდროს. რუსეთთან მიმართებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა არ წამოეგოს პროვოკაციებზე“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს