ანონსი 30 ნოემბერი

30 ნოემბერს, 09:00 საათზე, სომხეთ-საქართველოს შორის გაიმართება კარტინგის ტურნირი, რომელსაც სომხეთის ავტოსპორტის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: დიღომი, „ასტრა პარკი“

30 ნოემბერს, 09:30 საათზე, „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის“ თემაზე გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე; დიდი ბრიტანეთის ხელოვნების საბჭოს სამხრეთ-დასავლეთის ქვედანაყოფის დირექტორი ფილიპ გიბი და ვილნიუსის ღამის მერი ადამ ჰაროლდი.

მის.: კოსტავას ქ. N14

ჟურნალისტებმა ფორუმზე და ფესტივალზე დასასწრებად აკრედიტაცია უნდა გაიარონ პრესკონფერენციის დაწყებამდე

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, "ლოლიტას" საკონფერენციო დარბაზში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართება.

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე სპეციალური შეხვედრა გაიმართება.

30 ნოემბერს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გრიგოლ ვაშაძის მოწოდებები და ქუჩის აქციები; რა შემთხვევაში მოუწევს ხელისუფლებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებეზე დათანხმება; ავლაბრის რეზიდენციის შესაძლო სპორტული დანიშნულება.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები; არჩევნების შედეგები ქუჩაში; პროცედურები პრეზიდეტის ინაუგურაციამდე; ათონელის სასახლე და რა საკანონმდებლო პროცეურებს მოითხოვს პრეზიდენტის რეზიდენციის შეცვლა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2018 წლის ოქტომბერი

მის.: დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმს“ გახსნის.

მის.: კოსტავას ქ. N14

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი “2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში” ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: ა. გახოკიძის ქ. #11ა, 0 სართული

30 ნოემბერს, 11:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ცირა მერაბიშვილი პრესკონფერეციას გამართავენ.

თემა: ტუბერკულოზი

30 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები; „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი საპროტესტო აქცია; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

30 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

30 ნოემბერს, 12.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი გაიმართება.

30 ნოემბერს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები; „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი საპროტესტო აქცია; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

30 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

30 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის და სამართლის დოქტორის, პროფესორ ანა ფირცხალაშვილის წიგნის “სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო“ პრეზენტაცია გაიმართება.

თბილისი, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაიმართება.

პლენარული სხდომის შესვენების დროს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, დარბაზი N307

პლენარული სხდომის შესვენების დროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ქუთაისი, დარბაზი N303

30 ნოემბერს, 13:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის“ 2018 წლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: კალისტრატე ქუთათელაძის ქ. #3.

30 ნოემბერი, 13:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი სამუშაო შეხვედრას გამართავს, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „რიცხვებს მიღმა“ მეთოდოლოგიის საქართველოში დასანერგად მიმდინარე პილოტური პროექტის შედეგების პრეზენტაცია მოხდება.

საკონტაქტო პირი სალომე ბენიძე - 577 211 300

30 ნოემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო მანქანა/კიბე გადაეცემა.

მის: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტრენინგ ცენტრი

საკონტაქტო პირი მიშა ფეიქრიშვილი - 599450565

30 ნოემბერს, 14:00 საათზე, პირველად საქართველოში, კანტის აკადემიის ორგანიზებით, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის გახსნა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება. ღონისძიებაში ჩართული იქნებიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები და სხვა სამთავრობო დონეზე ოფიციალური პირები.

მის: რუსთაველის 29

საკონტაქტო პირი ელენე გამეზარდაშვილი - 577177517

30 ნოემბერს, 14:30 საათზე, გაიმართება ვანო მერაბიშვილის ადვოკატების ბრიფინგი.

მის: არაყიშვილის ქუჩა #3, IV სართული.

30 ნოემბერს , 15:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭო გაიმართება.

მის: გულიას #1 (“ევროპული საქართველოს” ოფისი).

საკონტაქტო ინფორმაცია - თორნიკე დიასამიძე: 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08