საახალწლოდ ახალ ილუმინაციებში 2 მილიონი ლარი დაიხარჯება

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, კომპანიას - IDO ილუმინაციების მოწოდების ბოლო ვადა 10 დეკემბერს აქვს.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მოწოდებისთანავე დაიწყება.

„თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელიც კომპანიამ - IDO 2 093 789 ლარად მოიგო.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.

„თბილსერვის ჯგუფი“ ყოველწლიურად საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟით ასრულებს.

იხილეთ ვიდეო: რამდენი მილიონი დაიხარჯება საახალწლოდ ახალ ილუმინაციებში და როდის დაიწყება მათი მონტაჟი

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ