ბათუმში სავაჭრო ობიექტი გაქურდეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა და სიგარეტები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

























