ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს დაიწყება

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს დაიწყება

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს დაიწყება. როგორც ოლქში აცხადებენ, ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 10 საჩივარი დაიწერა. მათივე ინფორმაციით, 5 საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის შედგენილი, 2 -2 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ხოლო ერთი საჩივარი მოქალაქის მიერ არის შედგენილი.

როგორც ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება და იგი შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.