ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია მუქარის შესახებ მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ბრალდებას უარყოფს

ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია მუქარის შესახებ მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ბრალდებას უარყოფს

ზუგდიდის ყოფილი პროკურორი და მოქმედი ადვოკატი რომეო საჯაია მუქარის შესახებ ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სალომე წულაიას ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მისთვის შეტყობინების გაგზავნას ადასტურებს. მისი თქმით, მან წულაიას წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის არჩევნების გაყალბებისთვის პასუხს აგებდა კანონის წინაშე.

„მე ვადანაშაულებდი მას არჩევნების გაყალბებაში და ეტყობა, შეეშინდათ, ანერვიულდნენ და ეს ძალიან კარგია. შემდეგში ვერ გაბედავენ გაყალბებას. ვაპირებ, მსგავსი წერილი მივწერო ყველას, ვისაც რამე სახის მონაწილეობა აქვს მიღებული გაყალბებაში. არ ვიცი, რატომ აღიქვა ეს მუქარად. ამ უბანზე მისი თაოსნობით გაყალბდა არჩევნები. ძალიან კარგია, რომ დანაშაულის ნიშნები დაინახა შსს-მ და მოქმედება დაიწყო“, - აღნიშნა საჯაიამ.

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია, რომელიც აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება ამ დრომდე პოლიციის შენობაში იმყოფება. ის განცხადების დაწერას აპირებს და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. წულაიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.