“ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო, დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს

“ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო, დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს

“ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილ ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა. „ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბურ წყვეტას ადგილი არ აქვს, თუმცა სხვადასხვა რაიონში არის შეზღუდვები. ყველა რაიონულ ცენტს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური განაგრძობს მუშაობას დაზიანებული ქსელის აღსადგენად. უამინდობა ართულებს აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური ცდილობს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად მოახდინოს ავარიების ლიკვიდაცია. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას მიეწოდება ელექტროენერგია“, - აცხადებენ კომპანიაში.