ქუთაისის მერია და შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

ქუთაისის მერია და შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

ქუთაისის მერია და მერიის ყველა სამსახური სტიქიის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ყველა მოქალაქეს, ვისაც რამე სახის პრობლემას შეუქმნის ძლიერი ქარი, შეუძლია მერიის ცხელ ხაზს და საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება. ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს გადახადა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ, ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 130

საბინაო სამსახურის ნომრებია 551 404513 ან 599221920“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.