დავით ბაქრაძე - საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი

საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველაფერი, რაც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ზეწოლა, მოსყიდვა, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. ყველა ეს პრობლემა და მისი მასშტაბი მიუთითებს იმას, რომ არჩევნების მეორე ტური ვერ ჩაითვლება მოქალაქეების თავისუიფალი ნების გამოხატვად და ამას ადასტურებს არასამთავრობო სექტორი და კრიტიკული დასკვნები, რაც უპრეცედენტოა არჩევნებთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენი შეფასებითაც, რაც მთლიანად ემთხვევა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, საქართველოს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც არ გაანჩია დემოკრატიული მანდატი, მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი. ჩვენი ხალხი ძალიან მშვიდად, გააზრებულად, საარჩევნო ყუთებთან, არჩევნების გზით მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად, როგორც ეს ხდება განვითარებულ დასავლურ დემოკრატიაში. ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შეცვლა. ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის გეგმა იქნება პირობების შექმნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება და შეცვალოს ხელისუფლება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივ გადასვლა პროპორციულ, ან რეგიონულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოჰყვეს პარლამენტის არჩევნები. ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება