ზუგდიდში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.