გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 2 დეკემბერს დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წასვლის ორგანიზებას არ ახდენენ და მხარდამჭერები თბილისში ინდივიდუალურად გაემგზავრებიან.
„ჩვენ არ ვაკეთებთ ორგანიზებას, თუმცა, კოორდინატორები, ადამიანები ვინც არჩევნებზე გვეხმარებოდა, ჩვენი მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, ყველანი მოდიან", - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, ქუთაისიდან 1000–მდე ადამიანი გეგმავს წასვლას.

























