დავით გაბაიძე საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

დავით გაბაიძე საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

„ქართველ და ებრაელ ხალხს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს. 26 საუკუნე ამ ორმა ერმა გაითავისა და შეიყვარა ერთმანეთის დღესასწაულები. ერთად გაიარა ტკივილი და სიხარული, მწუხარება და გამარჯვება! სწორედ ამიტომ ვულოცავ ჩვენს მოძმე ერს ხანუქას დღესასწაულს, რომელსაც ხალხი „სინათლის“ დღესასწაულსაც უწოდებს.

„ხანუქა“ ერთ–ერთი უძველესი და უდიდესი ებრაული დღესასწაულია და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან იღებს სათავეს. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისაგან განწმენდას უკავშირდება. მის აღსანიშნავად ებრაელი ხალხი 8-ქიმიან მენორაზე სანთლებს ანთებს. ამ სანთლებს მათ სახლებსა და გულებში მომავლის რწმენა და იმედი შემოაქვს. ვულოცავ მათ ამ დიდ დღესასწაულს და სინათლით, იმედით გაბრწყინებას ვუსურვებ!“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.