ახალი კომპანიები, რომლებიც სესხების განულების პროგრამას შეუერთდნენ, ცნობილია

ახალი კომპანიები, რომლებიც სესხების განულების პროგრამას ახლახან შეუერთდნენ, ცნობილია. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტრომ მიაწოდა. ეს კომპანიებია: 4 finance(ვივუსი), შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“, შპს „ემას კრედიტი“, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, შპს „გრანატ ინვესთმენთ“, შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია“, შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“, შპს „მოზო“, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მაიკრო ფინი“, შპს „მინი სესხი“.

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სესხების პატიების პროექტში სესხის გამცემი კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია ჩაერთო. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, ვებგვერდის გაშვება ოდნავ დაგვიანდეს იმის გამო, რომ დაახლოებით, 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია დამატებით ჩაერთო პროექტში და მათი ბაზებიც შესაჯერებელია ერთიან მონაცემებთან. ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ის მთავარი პრინციპი, რომ ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და ე.წ. „შავი სიიდან“ ამოღებული იქნება 600 000 ადამიანი, არ იცვლება. პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის ტემპი, რაც საკუთრივ ვალების ჩამოწერას და სიების გასუფთავებას ნიშნავს, დაპირებისამებრ, გაცხადებულ ვადებში ჩაეტევა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში