ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ ცხრაწყაროში იმყოფებოდნენ, სადაც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.

პროექტის მიხედვით ბეტონის საფარი დაიგება ერთ კილომეტრამდე სიგრძის სოფლის საუბნო გზაზე, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოებს შ.პ.ს. „საპოვნელა“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მასზე 130 342 ლარია გამოყოფილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს