ზესტაფონში შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტ „ორიონის“ აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მახათაძესთან ერთად ბავშვებს ეს დღე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმაც მიულოცეს.

ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „ორიონი“ უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.

„ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს"! - ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ. ვუერთდებით შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და მინდა მათი უფლებებისა და თანასწორობისადმი ღრმა პატივისცემა გამოვხატოთ არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ მუდმივად!“ - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა