თელავსა და სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა

საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, თელავის ქალთა ოთახის, გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიქეა”/WeCare-ს პროგრამის „კაცები ზრუნავენ“ ორგანიზებით, თელავსა და სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

აღნიშნული ღონისძიებების მიზანი კაცების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ოჯახურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა იყო.

შეხვედრებზე მოეწყო დისკუსია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და კაცების როლზე თანასწორობის მიღწევის პროცესში. ასევე, აღინიშნა ქალთა ფინანსური, სოციალური და პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობა, როგორც ოჯახის, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლისთვის.

შეხვედრის მონაწილეებმა ღია მხარდაჭერა გამოხატეს კამპანიის მიმართ.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს