გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ბილიარდის ტურნირი ჩატარდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ბილიარდის ტურნირი ჩატარდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ბილიარდის ტურნირი ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ როგორც გოგონები, ასევე მამაკაცები. ტურნირი მიზნად ისახავდა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას.

„მსგავსი სახის ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. საპრიზო ადგილებზე გასული წყვილები სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გამარჯვებულ წყვილს სპეციალურად ტურნირისთვის დაწესებული გენდერული თანასწორობის გარდამავალი თასი გადაეცა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე, ქალთა ოთახის მენეჯერი - ნელი აბეჩხრიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები,” - ნათქვამია ინფორმაციაში.