სალომე ზურაბიშვილი - ინაუგურაცია იქნება თელავში

მეც ვადასტურებ, რომ ინაუგურაცია იქნება თელავში, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე სხვებისგან გაიგეთ, თელავში გაიმართება. მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან უცხოური დელეგაციებიც.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება ინაუგურაციას. ინაუგურაციაზე მოწვეული იქნება გიორგი მარგველაშვილიც,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ინაუგურაციაზე - რა ინფორმაციას ადასტურებს და რა დეტალებზე არ საუბრობს არჩეული პრეზიდენტი?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა