ბასა ფოცხიშვილი - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას დღეს ვიწყებთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დღეს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიას დაათვალიერებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინაუგურაციის რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განუცხადა, ჯგუფი თელავში 15:00 საათისთვის უნდა იყოს.

ფოცხიშვილის თქმით, დღეს საღამომდე ღონისძიების დეტალების ნაწილი დაზუსტდება.

„დღეს ვიწყებთ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას. მივემგზავრებით თელავში. ერთადერთი რაც ვიცი, ინაუგურაციის ცერემონია იქნება სასახლის შიდა ტერიტორიაზე. კონკრეტული დეტალები საღამოს მეცოდინება“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა. კონსულტაციებს ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ შველიძე, ასევე ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა