აჭარის მთავრობა - Airbnb ბათუმს 2019 წლისთვის ყველა მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის ასახელებს

Airbnb ბათუმს 2019 წლისთვის, ყველა მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებებს შორის ასახელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, საიტის საძიებო სისტემის და ჯავშნების მზარდ მონაცემებზე დაყრდნობით, ბათუმი ესპანეთის, ბრაზილიის, იტალიის, შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ქალაქების ჩამონათვალს შორის მოხვდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შავი ზღვის კურორტი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს შორის.

„საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს შორის, რაც გამოწვეულია სანაპიროთი და წლის განმავლობაში შენარჩუნებული ზომიერი კლიმატით. 160,000-იანი მოსახლეობით შავი ზღვის ეს კურორტი და საპორტო ქალაქი გამორჩეულია ღამის აქტიური ცხოვრებითა და ქალაქის ძველი უბნით დროში სამოგზაუროდ, პლაჟებითა და ახლო მდებარე სათხილამურო კურორტით. გამართული სარკინიგზო კავშირით დედაქალაქ თბილისსა და ბათუმს შორის, შეგიძლიათ იმგზავროთ ერთი ადგილიდან მეორემდე სულ რაღაც ათ დოლარად, დაახლოებით ოთხ საათში,“ – ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში - https://goo.gl/VTiDZm, რომელსაც დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმზე მოთხოვნის ზრდას ქალაქის ცნობადობის გაზრდას, განხორციელებულ სარეკლამო კამპანიებსა და რეგიონში არსებულ მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს უკავშირებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს.

„Airbnb მოგზაურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებპორტალია მსოფლიოში, რომელსაც 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიტის მომხმარებლებში ბათუმი პოპულარულია. Airbnb-ს საძიებო სისტემაში ჩვენს ქალაქზე მოთხოვნა 200%-ითაა გაზრდილი, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების შედეგია. როცა რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა CNN, BBC, Deutsche Welle, Euronews, აქტიური ონლაინ რეკლამა მიმდინარეობს სოციალურ მედიასა და ძირითად ონლაინ არხებზე ბუნებრივია, მსგავსი შედეგები დგება. წელს, ბათუმი ასევე, იყო დასახელებული ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში National Geographic Traveler-ის მიერ. Airbnb თავის მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს 2019 წლის საინტერესო ტურისტული მიმართულებების შესახებ. ამ ჩამონათვალში ბათუმის მოხვედრა ბუნებრივია ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და ზოგადად, რეგიონში ტურისტების მატებას,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში