დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მისი დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

სალომე ზურაბიშვილის შტაბში დიმიტრი გაბუნია მივიდა. გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"დღეის მდგომარეობით ვერაფერს დაგიდასტურებთ. ახალი გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ვადასტურებ იმას, რომ განვიხილები ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბუნებრივია, აუცილებლად გაცნობებთ,"- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნულ პოსტზე განიხილება თუ არა სხვა კანდიდატურა, დიმიტრი გაბუნიამ უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით, არ განიხილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა