ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის შეცვლაა და არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეეცადა შუა გაეკრიფა, ამით პოლიტიკური სპექტრისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა და ქვეყანა ერთი პირის საწარმოდ ექცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლო ბოლომდე გაენადგურებინა პოლიტიკური სპექტრი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფორმულა „ყველას მინუს ერთი“ 90-იან წლებშიც მუშაობდა. ბურჯანაძის განმარტებით, ასეთი ფორმულა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული არსებობს, მიზეზად კი ყველა იმ ხელისუფლებას ასახელებს, რომელიც აქამდე მართავდა ქვეყანას.

„თუ საარჩევნო სისტემა შეიცვალა ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც „ქართულ ოცნებას“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც მე და არც სხვას არ ექნება აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში. დიახ, უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, უნდა იყოს იდეათა ჭიდილი და უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, სწორმა, ჯანსაღმა აზრმა და არა ივანიშვილის ფულმა ან ვინმეს მაგიდაზე ხელის დარტყმამ. აუცილებლად უნდა მივიღოთ კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ერთად თავმოყრილი არ აქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ სრულიად მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა მხოლოდ ერთი პარტიის წევრებისგან დაკომპლექტდეს. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის შეცვლაა და არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის და გნებავთ პოლიტიკოსისთვის, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს საპარლამენტო არჩევნები 2019-ში ჩატარდება თუ 2020-ში, მაგრამ ძალზედ აუცილებელია, ქვეყანამ დაიწყოს ახალი მოძრაობა, ქვეყანამ დაიწყოს ახალი ტიპის ცხოვრება, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა დროს კარგავს. ამიტომ, რა თქმა უნდა უმჯობესია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2019 წელს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა