სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ.

როგორც თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განაცხადა, ინაუგურაცია სავარაუდოდ, გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება.

„კომისიის წარმომადგენლები არიან ჩამოსული და უკეთესად დაადგენენ ზუსტად სად იქნება ინაუგურაცია. მიდის ადგილის შერჩევა. ცერემონია ალბათ, უფრო აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება, ვინაიდან ყველა ძეგლი აქეთ არის განთავსებული. უფრო მეტი დატვირთვა აქვს ამ მონაკვეთს, ვიდრე დასავლეთ ნაწილს. ის, რაც საჭიროა ინაუგურაციაზე, ეს ტერიტორია ალბათ, დაიტევს“, - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა