აჭარისა და ბრანდებურგის საკანონმდებლო ორგანოებს შორის სამუშაო გეგმას ხელი მოეწერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო და ბრანდენბურგის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ლანდტაგი, ორწლიანი სამუშაო გეგმის ფარგლებში, ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტს, რომელშიც სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი ორწლიანი ერთობლივი აქტივობებია გაწერილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ბრანდებურგის ლანდტაგის პრეზიდენტმა ბრიტა შტარკმა მოაწერეს ხელი.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აჭარის საკანონმდებლო ორგანოს შვიდკაციანი დელეგაცია, ბრანდებურგელი კანონმდებლები და „ბრანდენბურგ-საქართველოს ურთიერთობის საზოგადოების“ თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დოკუმენტზე ხელის მოწერამდე, ბრიტა შტარკმა ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება მოუწყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის თანამშრომლობაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს