მაია ცქიტიშვილი - ჩვენ არ ვფიქრობთ დეცენტალიზაციაზე, როგორც მთავრობის მხრიდან თვითმმართველობებზე უბრალოდ უფლებამოსილებებისა და ტვირთის გადატანაზე

ჩვენ არ ვფიქრობთ დეცენტალიზაციაზე, როგორც მთავრობის მხრიდან თვითმმართველობებზე უბრალოდ უფლებამოსილებებისა და ტვირთის გადატანაზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში მიმდინარე ფორუმზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, როდესაც თვითმმართველობების განვითარებასა და დეცენტრალიზაციაზეა საუბარი, აუცილებელია ეს პროცესი იყოს გააზრებული, თანმიმდევრული, მდგრადი და მუდმივი სისტემის შექმნაზე ორიენტირებული, რაც თვითმმართველობების მუდმივ განვითარებას უზრუნველყოფს.

“ყველანი ვთანხმდებით, რომ თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც მას მოქალაქე ენდობა და მაშინ როდესაც თვითმმართველობას მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტილს უნარი აქვს, მაგრამ პრობლემების გადაჭრის გარდა, ჩვენ ისეთი თვითმმართველობის შექმნა გვინდა, რომელიც პირველ რიგში, ორიენტირებული იქნება დასახლებებისა და რეგიონების განვითარებაზე და მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე, მათი შესაძლებელობების განვითარებაზე. სწორედ ასეთი თვითმმართველობის შექმნისკენ არის მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელზეც ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ, მათ შორის საშუალოვადიანი სტატეგია და სამოქმედი გეგმა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს - ადგილზე უნდა იმართებოდეს საჯარო საქმის დიდი ნაწილი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს უფრო სწრაფად და ეფექტიანად, უნდა იყოს დამყარებული მოქალაქეთა ნებასა და მათ ჩართულობაზე. მეორე სფერო არის ფისკალური დეცენტრალიზაცია. აქ თვითმმართველობას მეტი საქმის გასაკეთებლად მეტი ფინანსური რესურსი და სხვა აუცილებელი ინსტრუმენტები და შესაძლებელობები სჭირდება. მესამე ეს არის კარგი მმართველობა - თვითმმართველობა გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ყველა პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ქმედით და აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს