საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციასთან დაკავშირებით, 89 000 პოლიციელის მობილიზება იგეგმება

ხვალ დაგეგმილი „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

აღსანიშნავია, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებისას მობილიზებული იყო 65 000 პოლიციელი, აქედან - 5000 პარიზში.

ამასთან, ჯავშანმანქანები მობილიზებული იქნება ყველაზე სარისკო რაიონებში.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებები ძირითადად შანზ-ელიზეზე და ტრიუმფალურ თაღთან მოხდა.

უსაფრთხოების ამგვარი განსაკუთრებული ზომები იმით აიხსნება, რომ მოსალოდნელია უფრო დიდი მასშტაბის არეულობა და ძალადობა, ვიდრე 1-ლი დეკემბრის საპროტესტო აქციაზე მოხდა. სამართალდამცველები ასევე ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციებზე თავს მოიყრიან ულტრამემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები.

პოლიცია ასევე მოუწოდებს შანზ-ელიზეზე განლაგებული მაღაზიებისა და ბუტიკების მესაკუთრეებს შაბათს არ იმუშაონ. საფრანგეთის რიგ ქალაქებში, მათ შორის პარიზში დახურული იქნება ტურისტების თავშყრის ადგილები.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ