გიგლა ბარამიძე - ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა თელავში ჩაიყვანეთ და გინდათ ხონში, ყველაფერი უკვე ისედაც კომიკურია

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პრეზიდენტის ინაუგურაციის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესია ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩატარდეს. მისი თქმით, ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება.

„ამდენს ნუ წვალობთ და ინაუგურაცია ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ჩაატარეთ. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება. დიახ, ინაუგურაცია იმ ადამიანის სასახლესა და მის შემოგარენში უნდა ჩატარდეს, რომელმაც ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად დანიშნა. ბიძინა ივანიშვილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებული სასახლე საქართველოში არ მოიძებნება. ივანიშვილის შემოგარენში თუ გაიმართება ინაუგურაცია, ამით საბიუჯეტო სახსრებსაც დავზოგავთ. არა მგონია, მილიარდერმა სასახლის იჯარის ფული გამოართვას თავის საპატრონოს“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ ნოსტალგია აქვს და თელავში ინაუგურაციაც ამაზე მიუთითებს.

ბიძინა ივანიშვილს უყვარს წინაპრებთან თამაში. სალომე თამარ-მეფეს რომ შეადარა ეს ხომ საერთოდ გაუგონარი სირცხვილი იყო. წავლენ-წამოვლენ და მიადგებიან წმინდან მეფეს. 21-ე საუკუნეში დანიშნული პრეზიდენტის თამარ მეფესთან შედარება ცოტა უხერხულია. მინდა, მივმართო ''ოცნების'' უვიცებს - ნუ ეთამაშებით ჩვენს წინაპრებს. თამარი არა მარტო დიდი მეფე, არამედ წმინდანიც იყო. წმინდანებს მაინც დაანებეთ თავი და ეს თქვენი პრეზიდენტი გინდა თელავში ჩაიყვანეთ და გინდათ ხონში. ყველაფერი უკვე ისედაც კომიკურია“, - აცხადებს გიგლა ბრამიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა