საფრანგეთში 3 წლის წინ დაკავებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საფრანგეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ბადრი ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ბადრი ბერიძის შვილმა გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამი წლის წინ თურქეთიდან საფრანგეთის მიმართულებით მოძრავი გემი „კარიბის პალმა" დააკავეს, რომლის კაპიტანი ბადრი ბერიძე იყო.

როგორც დაკავებულის შვილი გიორგი ბერიძე აცხადებს, გემზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის -2, 4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რის შესახებაც გემის კაპიტანს ინფორმაცია არ ჰქონდა. დაკავებულის შვილი ამბობს, რომ ბადრი ბერიძე 3 წელია საფრანგეთში ციხეში იმყოფება და მას ბრალს ვერ უმტკიცებენ. ქართველ კაპიტანთან ერთად, ეკიპაჟის 12 წევრი დააკავეს, ისინი თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. გიორგი ბერიძე ამბობს, რომ მამამისი გემზე თურქულმა კომპანიამ დაასაქმა და მუშაობა რამდენიმ დღის დაწყებული ჰქონდა.

დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ბადრი ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ხნის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და საფრანგეთის ხელისუფლებას მივმართეთ. სამწუხაროდ უშედეგოდ, ამ საკითხზე საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ თხოვნით, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ მამაჩემის საკითხი, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული აქვს. სასამართლო პროცესი ამ ხნის განმავლობაში ხუთჯერ ჩატარდა და შედეგი არ არის. მტკიცებულება არ არსებობს მამაჩემის დანაშაულთან დაკავშირებით. საფრანგეთის ხელისუფლებისგან გვქონდა შემოთავაზება, რომ პროცესის დასრულებამდე გვეპოვა პიროვნება, რომელიც პროცესების დასრულებამდე მამაჩემს თავდებში დაუდგებოდა და ციხიდან გამოუშვებდნენ. ჩვენ ვიპოვეთ ასეთი პირი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც არ გაითვალისწინეს. სამი წელია მამაჩემთან კომუნიკაცია გვიჭირს, მას სათანადოდ ჯანდაცვითი მომსახურება არ ეწევა. ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება",- განაცხადა გიორგი ბერიძემ.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში 3 წლის წინ დაკავებული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს