მარნეულის საბავშვო ბაღებში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება ინერგება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა, მარნეულისა და გარდაბანში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელოს დასანერგად ტრენინგი გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სახელმძღვანელო "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ახალი სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი განათლების სწავლებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.

ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე და ა(ა)იპ ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორი ზაურ ქარამოვი.

2019 წლის ბოლომდე "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო