2019 წლისთვის აჭარა 27 გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, IBTM World-ზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

„ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 141 ქვეყნის 15 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვით.

წელს, დეპარტამენტმა რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაუწია. მათ შორის იყო ისეთი მსხვილი და მნიშვნელოვანი გამოფენები, როგორებიცაა ბერლინის, ფრანკფურტის, ლონდონის, მადრიდის, დუბაისა და თელავივის გამოფენები. 2019 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას 27-მდე საერთაშორისო გამოფენაზე გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა