ხაშური ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას ხაშურის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო სუხიაშვილმა ისაუბრა იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმებზე, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის დანერგილი.

„შეხვედრას ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ზურაბ ჩხიტუნიძე მან მსმენელებს გააცნო ის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შვედეთში, ხაშურთან დამეგობრებულ ქალაქ ჰედემორაში გენდერული თანასწორობის ტურში მონაწილეობისას მიიღეს.

გაიმართა საინტერესო დისკუსია - „შრომის, პასუხისმგებლობის, ოჯახური თუ სამსახურებრივი მოვალეობების გადანაწილება თანასწორობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. ის 1991 წლიდან ტარდება და მასში 154-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა