ლევან კობერიძე ინაუგურაციის დღეს აქციის შესაძლო გამართვაზე - „ნაცმოძრაობა", როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს. ასე გამოეხმაურა დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს შესაძლოა ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს.

"ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი, უნდა იყოს გასამართლებული. ასევე მასში გაწევრიანებულ პირებს შეუძლიათ გამართონ ნებისმიერი აქცია, შეიკრიბონ სადაც უნდა. ამ არჩევნებშიც და სხვა არჩევნების დროსაც დავინახეთ, რომ ყველა აქციამ ჩაიარა მშვიდობიანად. ასევე იქნება ახლაც. თუმცა ვფიქრობ, თელავში მთავარი მოვლენა არა აქცია, არამედ ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება", - განაცხადა კობერიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ინაუგურაცია ჩაშალონ, დეპუტატმა ასე უპასუხა: „ვერაფერსაც ვერ ჩაშლიან".

კობერიძე გამოეხმაურა ასევე ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მკაფიოდ თქვას, თუ რატომ აყენებს ამ საკითხს. ჩნდება აღქმა, რომ მათ უბრალოდ უნდათ იყვნენ პარლამენტში და ამიტომ აყენებენ ამ მოთხოვნას. სხვა მხრივ, ეს მოთხოვმა ჩემთვის გაუგებარია. თქვენც კითხეთ და მეც ვკითხავ აუცილებლად, თუ რა არის ამ მოთხოვნის მოტივი", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აღარ ჩანს, კობერიძემ უპასუხა, რომ "ვიღაცას შეიძლება მართლა ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ადამიანი გაქრეს პოლიტიკური ველიდან, თუმცა ის უფრო აქტიურია. ყველა თავის რეჟიმში მუშაობს და ყველაფერი მიდის წინ, სრული სვლით".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა