აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიზიტი ბრანდენბურგის ლანდტაგში გრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრანდენბურგის ლანდტაგში გრძელდება. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურ დელეგაციას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილის, ნუგზარ სურმანიძის, ვახტანგ წულაძის შემადგენლობით, ბრანდენბურგის ლანდტაგის პეტიციის კომიტეტში უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ლევან დიასამიძეც ესწრებოდა, ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა პეტიციის კომიტეტის ფუნქციებზე, მუშაობის ძირითად მექანიზმებსა და სპეციფიკაზე ისაუბრეს. კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა ქართველ კოლეგებს ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის დარგობრივი კომუნიკაციის მექანიზმები და ინსტრუმენტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით არსებულ რიგ სხვა საკითხებსა და გამოწვევებზე.

ამავე დღეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციის წევრები ბრანდენბურგის ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიაწოდეს ინფორმაცია, მოისმინეს მათი მოსაზრებები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბრანდენბურგის ლანდტაგის ადმინისტრაციაშიც, სადაც ქართველი კანონმდებლები ბრანდენბურგის ლანდტაგის სტრუქტურას, მის ფუნქციებსა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოს კომპიუტერული სისტემების შესახებ სპეციალურად მათთვის მომზადებულ საინფორმაციო შეხვედრას, რომელზეც აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო