ბათუმში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე–8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე–8 საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BUILD 2018“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ,,BATUMI BUILD-2018’’-ზე ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინია წარმოდგენილი.

,,ბათუმში სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 5 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს. გავეცანი მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციას და კომპანიების სამომავლო გეგმებს. მსგავსი თემატიკის გამოფენები ხელს უწყობს მშენებლობის სფეროს განვითარებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას", -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიება კომპანია “GEONET EXPO’’-ს ორგანზიებით იმართება. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 9 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა