ზუგდიდში პოლიციის შენობასთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ჩხოროწყუს პოლიციის  განყოფილების თანამშრომელია

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის ქვეითად გზის გადაკვეთას ცდილობდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

იხილეთ ვიდეო: კადრები ზუგდიდიდან, სადაც ავარია მსხვერპლით დასრულდა - პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა გზას კვეთდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა